თორნიკე გვაზავა გურიის რეგიონში ENPI FLEG ll-ის რეგიონალურ მრჩეველთა საბჭოს სხდომას დაესწრო

თორნიკე გვაზავა გურიის რეგიონში ENPI FLEG ll-ის რეგიონალურ მრჩეველთა საბჭოს სხდომას დაესწრო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა გურიის რეგიონში (ENPI FLEG ll) ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ქვეყნებისთვის სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამის რეგიონალურ მრჩეველთა საბჭოს სხდომას დაესწრო.

პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირისა და ავსტრიის მთავრობის დაფინანსებით. სატყეო სექტორის გაძლიერების ხელშემწყობ ღონისძიებებს მსოფლიო ბანკი, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებდნენ.

შეხვედრაზე მიღწეული შედეგები განიხილეს, მათ შორის, ჩოხატაურის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები და მართვის გეგმა, რომელიც 2017 წელს 52 509 ჰა ფართობზე ჩატარდა და შემუშავდა ტყის მართვის გეგმა მომავალი 10 წლისთვის.

ღონისძიებას მსოფლიო ბანკის, WWF-ის, IUCN-ის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმართველობის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517