ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალი (ვიდეო)

ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალი (ვიდეო)

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში, რამდენიმე წუთის წინ, ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა. 

გახსნის ცერემონიალი შთამბეჭდავი იყო და მასში ძირითად თემად სამხრეთ კორეის მითოლოგია იყო გამოყენებული.

ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშები სტარტს 9 თებერვალს აიღებს და 25 თებერვალს დასრულდება. ოლიმპიადაში 93 ქვეყნის 3000 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და თავს სპორტის 7 სახეობის 15 სხვადასხვა დისციპლინაში გამოცდის. ოლიმპიურ სოფელში, საქართველოს სახელმწიფო დროშა 8 თებერვალს აღიმართება. ჯამში, ოლიმპიადაზე, მედლების 102 კომპლექტი გათამაშდება.

ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქართველი სპორტსმენების განრიგი ასეთია:

1.იასონ აბარამაშვილი – სამთო – სათხილამურო სპორტი ( IV თამაშები)
2.ნინო წიკლაური - სამთო – სათხილამურო სპორტი (III თამაშები)
3.გიორგი სოღოიანი - საციგაო სპორტი (I თამაშები)
4.მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა (I თამაშები)

შეჯიბრებების გრაფიკი (განსხვავება თბილისის დროსთან +5 საათი)

11.02 – 18:50 – 21:35 - გიორგი სოღოიანი
12.02 – 10:15 – 15:35 - ნინო წიკლაური (გიგანტური სლალომი)
14.02 – 10:15 – 15:25 - ნინო წიკლაური (სლალომი)
16.02 – 10:00 – 14:30 - მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა)
17.02 – 10:00 – 14:25 - მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა)
18.02 – 10:15 – 15:45 - იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი)
22.02 – 10:15 – 15:40 - იასონ აბრამაშვილი (სლალომი )

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517