ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ადმინისტრატორი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ვერა მერსედეს მარტინს, საქართველოში ფონდის მუდმივ წარმომადგენელს ფრანსუა პეშოს და ფონდის უფროსს ეკონომისტს სერგიო როდრიგეს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში, ხელისუფლების გეგმები, საბიუჯეტო პარამეტრები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ დინამიკა და 2018-2019 წლების პროგნოზები.

ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს მიაწოდა საკუთარი ხედვები საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის თაობაზე, საპენსიო რეფორმის, კაპიტალის ბაზრის რეფორმის და საპარლამენტო კონტროლოს გაძლიერების გეგმებთან დაკავშირებით.

"ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მაკროეკონომიკური ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივები. გვქონდა დეტალური საუბრები საბიუჯეტო და ფისკალურ საკითხებზე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკასა და იმ სტრუქტურულ რეფორმებზე რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გეგმავს 2018 წლის განმავლობაში. შეხვედრაზე ხაზგასმული იყო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა საქართველოში წარმატებით ხორციელდება",- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მერსედეს მარტინმა კი აღნიშნა - "მოხარული ვართ, რომ ეკონომიკური ვითარება საქართველოში იმაზე კარგია ვიდრე ჩვენ წინა ვიზიტისას ვვარაუდობდით. საქართველოს აქვს წარმატებები ეკონომიკური რეფორმების კუთხით და მოლოდინი გვაქვს, რომ 2018 წელი კიდევ უკეთესი იქნება ინკლუზიური ზრდის თვალსაზრისით".

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
16:19 | 9 თებერვალი, 2018

შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში, ხელისუფლების გეგმები, საბიუჯეტო პარამეტრები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ დინამიკა და 2018-2019 წლების პროგნოზები.

ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს მიაწოდა საკუთარი ხედვები საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის თაობაზე, საპენსიო რეფორმის, კაპიტალის ბაზრის რეფორმის და საპარლამენტო კონტროლოს გაძლიერების გეგმებთან დაკავშირებით.

"ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მაკროეკონომიკური ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივები. გვქონდა დეტალური საუბრები საბიუჯეტო და ფისკალურ საკითხებზე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკასა და იმ სტრუქტურულ რეფორმებზე რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გეგმავს 2018 წლის განმავლობაში. შეხვედრაზე ხაზგასმული იყო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა საქართველოში წარმატებით ხორციელდება",- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მერსედეს მარტინმა კი აღნიშნა - "მოხარული ვართ, რომ ეკონომიკური ვითარება საქართველოში იმაზე კარგია ვიდრე ჩვენ წინა ვიზიტისას ვვარაუდობდით. საქართველოს აქვს წარმატებები ეკონომიკური რეფორმების კუთხით და მოლოდინი გვაქვს, რომ 2018 წელი კიდევ უკეთესი იქნება ინკლუზიური ზრდის თვალსაზრისით".

ავტორი: ადმინისტრატორი