Femen-ის აქტივისტმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვენის წვეულებიდან გაგდება სცადა

Femen-ის აქტივისტმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვენის წვეულებიდან გაგდება სცადა

მოძრაობა Femen-ის აქტივისტმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოს ვენის წვეულებიდან გაგდება სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

აქტივისტმა ალისა ვინაგრადოვამ მკერდი გაიშიშვლა, სადაც მოწოდება ეწერა: "პოროშენკო, გაეთრიე წვეულებიდან!".

"თავდასხმის მიზეზი, მაღალი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო, რადგან არისტოკრატულ წვეულებაზე დაუშვებელია პრიმიტიული ვაჭარისა და თაღლითის პეტრ პოროშენკოს დასწრება", - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოროშენკო წვეულებაზე ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა მიიწვია, რომელსაც ყოველწლიურად წვეულების გამართვის უფლება აქვს, სადაც პირადი სტუმრის სტატუსით ნებისმიერი სახელმწიფოს ლიდერის მიწვევა შეუძლია.

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517