რომან გოცირიძე: აფგან მუხთარლიმ პირდაპირ ამხილა დანაშაულში საქართველოს პრემიერი

რომან გოცირიძე: აფგან მუხთარლიმ პირდაპირ ამხილა დანაშაულში საქართველოს პრემიერი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს საზღვარზე უკანონოდ გაიყვანეს და ამაში დამნაშავე საქართველოს ხელისუფლებაა.

"2017 წლის 29 მაისს თბილისში თავს დაესხნენ და გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, და იგი უკანონოდ გადაიყვანეს საქართველოს საზღვარზე, რაც სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენს. 

გუშინ გარემოებათა გამო, აფგან მუხთარლის ოჯახის წევრების ტრაგიკული დაღუპვის გამო, იგი გაათავისუფლების 2 დღით,  რამაც მას მისცა შესაძლებლობა, რომ თავისუფლად, ცენზურის გარეშე კიდევ ერთხელ მოეთხრო დეტალურად მისი გატაცების გარემოების შესახებ. მან დაადასტურა ის, რაც ისედაც ნათელი იყო, მის გატაცებაში ბრალი მიუძღვის საქართველოს ხელისუფლებას და სახელმწიფო თანამდებოის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. 

ჟურნალისტმა პირდაპირ ამხილა დანაშაულში საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ამ მოვლენამ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა და ევროპარლამენტმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ამ ფაქტის დროული გამოძება და დამნაშავეების სასტიკად დასჯა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება კვლავ არ იძიებს მომხდარ ფაქტს. ეს ბუნებრივია გასაგებია, ვინაიდან ამ დანაშაულში, როგორც ირკვევა ბრალი მიუძღვება მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს, ძალოვანი სტრუქტურებით დაწყებული, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით", - აღნიშნა რომან გოცირიძემ. 

მან საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. 

"შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი კვლავ არის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. 

მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, პარლამენტი ჯიუტად არიდებს თავს მისი კონსტიტუციური ფუნქციის შესრულებას და არ იღებს გადაწყვეტილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. 

"ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, შექმნას აღნიშნული კომისია, რათა დროულად იქნას გამოძიებული აფგან მუხთარლის გატაცებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მისი უკანონოდ გადაყვანის ფაქტი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.  

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517