სოფიო ქაცარავა ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

ადმინისტრატორი

ბრიუსელში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სადაც მხარეებმა საპარლამენტო კონტროლის შესახებ გამოცდილების გაზიარებასა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

სოფიო ქაცარავამ, კოლეგას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. მხარეებმა ასევე, განიხილეს საგარეო პოლიტიკის საერთო ინტერესები და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტერორიზმთან ბრძოლის ქვეკომიტეტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავამ შეხვედრები გამართა ბელგიის პარლამენტის წევრებთან, მთავრობის პირველ პირებთან, მათ შორის იუსტიციის მინისტრთან, პრემიერმინისტრის მოადგილესთან და შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრთან. შეხვედრების მთავარ თემას საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.

შეხვედრაში მონაწილეებმა ასევე, განიხილეს ტერორიზმთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები და ეუთო-ს რეგიონში ურთიერთობის გააქტიურების შესაძლებლობები.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

სოფიო ქაცარავა ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

სოფიო ქაცარავა ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
10:28 | 9 თებერვალი, 2018

სოფიო ქაცარავამ, კოლეგას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. მხარეებმა ასევე, განიხილეს საგარეო პოლიტიკის საერთო ინტერესები და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტერორიზმთან ბრძოლის ქვეკომიტეტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავამ შეხვედრები გამართა ბელგიის პარლამენტის წევრებთან, მთავრობის პირველ პირებთან, მათ შორის იუსტიციის მინისტრთან, პრემიერმინისტრის მოადგილესთან და შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრთან. შეხვედრების მთავარ თემას საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.

შეხვედრაში მონაწილეებმა ასევე, განიხილეს ტერორიზმთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები და ეუთო-ს რეგიონში ურთიერთობის გააქტიურების შესაძლებლობები.

ავტორი: ადმინისტრატორი