საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საბერძნეთის მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საბერძნეთის მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს

საბერძნეთის პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის სპიკერის შემდეგ ქართულ-ბერძნული სტრატეგიული ურთიერთობები ქართულმა მხარემ ოპოზიციის ლიდერთანაც განიხილა.

საბერძნეთში პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის ლიდერს შეხვდა, რომელიც პარტიას "ახალი დემოკრატია" ხელმძღვანელობს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, საქართველოსთან მიმართებაში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხედვები მაქსიმალურად ახლოსაა ერთმანეთთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა: საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ხელისუფლებასთან ერთად, დაინტერესებული იყოს ოპოზიციაც.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517