ზურაბ ალავიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ზურაბ ალავიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა.

შეხვედრისას, მხარეებმა ქვეყნის კაპიტალური ხარჯების გეგმის შესრულება, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს. 

მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს 2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სექტორის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, მიმდინარე წელი დატვირთული იქნება სხვადასხვა სექტორში განსახორციელებელი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებით და ამ მიმართულებით ათეული მილიონობით ლარი დაიხარჯება. 

შეხვედრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას ამ პროცესში და მათ აქტიურ მონაწილეობას ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითხებში. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტური სამინისტრო ავრცელებს. 
 

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517