მილიარდერ ჯორჯ სოროსს Brexit-ის პროცედურის შეჩერება სურს

მილიარდერ ჯორჯ სოროსს Brexit-ის პროცედურის შეჩერება სურს

მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის კამპანიის ფარგლებში 400 ათასი ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით 500 ათასი დოლარი)დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი ორგანიზაცია Best for Britain-ის მხარდამჭერია. მან გასული წლის ივნისში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 400 ათას ფუნტ სტერლინგზე მეტი დახარჯა.

ორგანიზაციას ყოფილი მინისტრი ლორდ მალოქს ბრაუნი და ჯინა მილერი ხელმძღვანელობსს, რომელმაც ევროკავშირიდან გასვლის პროცესის გამო სასამართლოს მიმართა. მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი აღნიშნავდა, რომ ქვეყნის ევროკავშირდან გასვლის პროცედურა გაჭიანურდებოდა.

შეგახსენებთ, 23 ივნისს ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი ჩატარდა. Brexit-ის (დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა Britain + Exit) მომხრეებმა გამარჯვება მოიპოვეს, ქვეყანა ხმების 51,9%-ით ევროკავშირს ტოვებს. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ხმა მისცა 17,4 მილიონმა ადამიანმა. Brexit-ის მოწინააღმდეგეებმა კი, თავის მხრივ, ხმების 48,1% დააგროვეს (16,14 მილიონი ადამიანი).

მონტენეგროს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს

მონტენეგროს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს

11 წუთის წინ

მან სინანული გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა. "ეს იმის გამოა, რომ მონტენეგრომ 12 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომელშიც რუსეთის ხელმძღვანელობამ დიდი წვლილი შეიტანა, სტრატეგიული არჩევანი ნატო-სა...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036