სტიქიით დაზარალებულთა ვალდებულებების დასაფარად საქართველოს ბანკი თანხას გამოყოფს

სტიქიით დაზარალებულთა ვალდებულებების დასაფარად საქართველოს ბანკი თანხას გამოყოფს

საქართველოს ბანკმა, და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა განაცხადეს, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით მობილიზებული 1,3 მილიონი ლარის გადარიცხვის თაობაზე სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისის მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანაგარიშზე. მერიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდება სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

საქართველოს ბანკმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება სრულად ჩამოაწეროს ჯარიმა თბილისის მერიის მიერ მიწოდებულ სტიქიით დაზარალებულთა სიაში არსებულ ყველა მოქალაქეს, ვისაც ერიცხებოდა რაიმე საურავი დავალიანების გამო და ყველა დაზარალებულს მიცეს ერთ წლიანი საშეღავათო პერიოდი რომლის განმავლობაშიც მათ ვალდებულებებს არ დაერიცხებათ პროცენტი და არც ძირის დაფარვა მოეთხოვებათ.

ამასთან, საქართველოს ბანკი გამოყოფს დამატებით თანხებს, თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ოფიციალურად აღრიცხული სიის მიხედვით, დაზარალებულთა პირველ ორ კატეგორიაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის (ვისი საცხოვრისიც აღარ არსებობს ან დაზიანებულია და არ ექვემდებარება აღდგენას) ვალის შემსუბუქების მიზნით. აქედან, 107 მსესხებელს (65 ოჯახი) სრულად დაეფარებათ ბანკში არსებული სასესხო ვალდებულება.

სავალუტო ფონდმა ვაშაძის შემუშავებული ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი მოიწონა

სავალუტო ფონდმა ვაშაძის შემუშავებული ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი მოიწონა

5 საათის წინ

"ჩვენ, კიდევ ერთი ახალი თაობის რეფორმის პროექტი შევიმუშავეთ -ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი, რომელიც უახლოეს მომავალში უკრაინაში, ჩვენს მიერ შემუშავებული მექანიზმით ჩამოყალიბდება,  უპრეცენდეტოა თანამედროვე სამყაროში. ეს არის მოდელი...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036