სიღნაღის  მუნიციპალიტეტის მერს ყოფილი თანაშემწე სასამართლოში უჩივის

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს ყოფილი თანაშემწე სასამართლოში უჩივის

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი თანაშემწე გენდერულ საკითხებში, მაია სუხიშვილი მერს, გოგი გოგილაშვილს სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს.

სუხიშვილის თქმით, ხელშეკრულების საფუძველზე ის სამი წლის განმავლობაში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა 1 იანვარს ვადა ამოიწურა და სიღნაღის ახლად არჩეულმა მერმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

მაია სუხიშვილი ამბობს, რომ დაირღვა მისი,როგორც დასაქმებულის უფლებები, ამიტომაც სიმართლის დასადგენად სასამართლოს სარჩელით მიმართა, ასევე გეგმავს მიმართოს სახალხო დამცველსაც.

სიღნაღის მერი განმარტავს, რომ სუხიშვილის მუშაობით უკმაყოფილო იყო და მისი გათავისუფლება კანონთან შესაბამისობაში მოხდა. გოგი გოგილაშვილი ნეპოტიზმს ცრუ ბრალდებას უწოდებს.

"ქალბატონს შევთავზეთ სხვა სამსახური, რაზეც პასუხი არ მიგვიღია. ჩივილს თუ აპირებს, ეს მისი უფლებაა",- განაცხადა სიღნაღის მერმა.

დღეიდან, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, უნებართვო გარევაჭრობა აიკრძალება

დღეიდან, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, უნებართვო გარევაჭრობა აიკრძალება

8 საათის წინ

 ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებთან ერთად გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი განახორციელა. შესაბამისად დასუფთავდა ტერიტორია, სადაც ამ დრომდე უნებართვო ვაჭრობა მიმდინარეობდა. ქუთაისის მერის გიორგი...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036