GE EN FR

დღის სიახლეები

პოლიტიკა

გიგი უგულავა: 29 აპრილს ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები მოწაფეებს

ხელისუფლებას ახლა უნდა გადგეს განზე და თქვას, ხალხი ისეთიც არის, ასეთიც არის და მე წესრიგს უზრუნველვყოფ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გივი უგულავამ განაცხადა.

1713803633

მსოფლიო

ბიზნესი

ლევან დავითაშვილი: გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს

„ვფიქრობ, გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგან მათი ამოცანა არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოების ინტერესებს და ემსახურებოდნენ სწორად. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

1713793475

ლევან დავითაშვილი შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებიდან აქტივების გადმოტანაზე: კანონი იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება

„კანონი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება და საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანა ინვესტორებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა და ზუსტად ეს არის კანონის მოტივაცია,“ - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საკითხს შეეხება. 

1713792409

სპორტი

პრემიერი: ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთ პირობებში როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა

„ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლია, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა, თამაშებზე, საკუთარი ხარჯით. ზოგჯერ ჰპირდებოდნენ, პოსტფაქტუმ, ამ ხარჯების ანაზღაურებას და იყო შემთხვევები, როდესაც პოსტფაქტუმაც არ უნაზღაურებდნენ ხარჯებს. ანუ, ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთი რაღაცები ხდებოდა, ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა, ეს ყველაფერი აღიკვეთა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

1713781833

პრემიერი: ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე

ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართველი გულშემატკივრებისთვის, ჩვენ დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

1713781466

სხვა სიახლეები

მახინჯაურში, ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმთან ახლოს, მახინჯაურში, ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

1713802038

თეა წულუკიანი 29 აპრილისთვის დაგეგმილ შეკრებაზე: ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტნი და ჩვენც გვაქვს გამოხატვის თავისუფლება

ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტნი და რომ ჩვენც გვაქვს გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილისთვის დაგეგმილ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

1713797582

კახა კახიშვილი დეპუტატებთან ერთად თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

1713797340

საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს პრობაციის მეექვსე მსოფლიო კონგრესზე სესია დაეთმო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უფროსმა ლადო ხელაძემ და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა იასონ ნაჭყებიამ აუდიტორიას ტექნოლოგიებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებული წარმატებული ინიციატივები გააცნეს

1713797047