GE EN FR

დღის სიახლეები

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის

„აგიტაციას და პროპაგანდას აგიტაციითა და პროპაგანდით უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ დღეს მსოფლიოში ისეთი რამ ხდება, რასაც მხოლოდ პროპაგანდას ვერ დავარქმევთ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ეროვნულ სახელმწიფოებზე - რომ თავისი კანონმდებლობა მოარგონ იმ ტრენდს, რომლის დამკვიდრებასაც დღეს მსოფლიოში  ცდილობენ“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ  სოზარ სუბარმა ბათუმში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

1714044750

მსოფლიო

ბიზნესი

ირაკლი ნადარეიშვილი: სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, ქვეყანაში არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს

„კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ეროვნულ ბანკთან და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად. სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, რომ ქვეყანაში არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც  კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

1714042420

თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება

საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. 

1714042265

სპორტი

კახა კალაძე: პრემიერის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობაზე იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით, იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი დედაქალაქისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

1713946500

ალექსანდრე იაშვილი: მინდა, ჩვენი ნაკრების სახელით, უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ მადლობა გადავუხადო

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის.

1713890065

სხვა სიახლეები

ხარაგაულში, პოზიტიური მშობლობის საპილოტე პროგრამა განხორციელდება

ხარაგაულის მერი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პოზიტიური მშობლობის შესახებ პროგრამის გახსნით ღონისძიებას დაესწრო.

1714044484

შალვა პაპუაშვილი: აქციაზე მოწვეულია დიდიც და პატარაც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ვფიქრობ, ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, როცა უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა

29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ყველასთვის – შიგნითაც და გარეთაც, დააფიქსიროს, სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

1714041336

რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს პირველივე დღიდან თავზარი დაეცათ, რადგან ხვდებიან, სად დგას ჩვენი საზოგადოება, ვის რა მასშტაბის და როგორი მხარდაჭერა აქვს

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს პირველივე დღიდან თავზარი დაეცათ, რადგან კარგად ხვდებიან, სად დგას ჩვენი საზოგადოება და ვის რა მასშტაბის და როგორი მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

1714040785